არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს უსაფუძვლო ბრალდებებს და იაფფასიან არგუმენტებს, რაც ამომრჩევლის შეურაცხყოფაა

ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს უსაფუძვლო ბრალდებებს და იაფფასიან არგუმენტებს, რაც ამომრჩევლის შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პირველად არ ხდება, როცა ოპოზიცია თავისი მხარდამჭერების წინაშე წაგებაზე თავს ამ ფორმით იმართლებს და ასეთი იაფფასიანი არგუმენტების მოყვანა უწევს იმისათვის, რომ არჩევნებში დამარცხება როგორმე გაამართლოს.

„უფრო სწორი იქნებოდა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს რეალურ მიზეზებზე ესაუბროს, თუ რატომ წააგეს არჩევნები ამხელა სხვაობით. რაც შეეხება კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლას, ხელისუფლებამ კანონმდებლობა გაამკაცრა და „ქურდულ სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის გამო პასუხისგებაში 80-ზე მეტი ადამიანია მიცემული. ასეთი მიდგომა უსაფუძვლო ბრალდებებს გამორიცხავს და ეწინააღმდეგება. ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს უსაფუძვლო ბრალდებებს და იაფფასიან არგუმენტებს, რაც იმ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, ვინც თუნდაც ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. მთელ საზოგადოებას ავუხსნით, რეალურად რა არის ის მიზეზები, რის გამოც ოპოზიციამ არჩევნები ასეთი სხვაობით წააგო”, – განაცხადა თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები