ახალციხეში მტკვრის სანაპიროს ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა
მტკვრის დაცვის დღეს, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ინიციატივით, ახალციხეში მტკვრის სანაპიროს ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში, 10 პირობით მსჯავრდებულთან ერთად, მათი ოფიცრებიც მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეებმა სოფელ მინაძის მონაკვეთზე მდინარის ნაპირი პოლიეთილენის პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნაჩენებისგან გაასუფთავეს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები სისტემატურად მონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით მოწყობილ ღონისძიებებში.