“ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების ის ნდობა, რომელიც „ოცნების“ გასაშვებად იქნება საკმარისი, მაგრამ წინ სხვა არჩევნებია”

“ამ არჩევნებისთვის უკეთესად მოვემზადებით, მაგრამ მანამდე ისე ნუ იზამთ, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტი ბოლომდე მოარღვიოთ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახელისუფლებო გუნდის მისამართით განაცხადა.
ოთარ კახიძემ განმარტა, თუ რატომ არ მიულოცა ლადო კახაძეს მისმა გუნდმა გამარჯვება.
“ჩვენ ნამდვილად ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების ნდობა საკმარისად, რომელიც „ოცნების“ გასაშვებად იქნება საკმარისი, მაგრამ წინ სხვა არჩევნებია. ამ არჩევნებისთვის უკეთესად მოვემზადებით, მაგრამ მანამდე ისე ნუ იზამთ, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტი ბოლომდე მოარღვიოთ. ნუ ითანამშრომლებთ დანაშაულებრივ სამყაროსთან, ეს არის ჩემი მოწოდება. ღირსეულ გამარჯვებას მივულოცავ, ნამდვილად, კრიმინალური სამყაროს გამოყენებით მიღწეულ გამარჯვებას ვერ მივულოცავ,. ეს არ არის ბრძოლის ღირსეული მეთოდი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები 31-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით შემდეგია: №13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“) – 38,17% (6 630 ხმა);№41 ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) – 61,83% (10 738 ხმა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები