ბერაია კახიძეს: თუ მართლა ფიქრობთ, რომ “ქურდებმა” მოგიგეს არჩევნები, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, წახვიდეთ პოლიტიკიდან და მათ დაუთმოთ ასპარეზი

უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ოთარ კახიძის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც კახიძემ მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ „უმრავლესობას კრიმინალური სამყაროს გამოყენებით მიღწეულ გამარჯვებას ვერ მიულოცავს“.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, ოპოზიცია თუ მართლა ფიქრობს, რომ არჩევნები კრიმინალებმა მოიგეს, იქნებ ჯობდეს, “საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და “ქურდებს” დაუთმოთ ასპარეზი”.
„თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალებისა და “ქურდების” ჩარევით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამო“. მართლა ფიქრობთ, რომ “ქურდებმა” მოგიგეს ეს არჩევნები? თუ ასე ფიქრობთ, რომ “ქურდებმა” მოგიგეს „ევროპულ საქართველოსა“ და ენმ-ის სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და “ქურდებს” დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ, ისინი წავიდნენ ოპოზიციაში“, – მიმართა ირაკლი ბერაიამ ოთარ კახიძეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (10 738 ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა – შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები