ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ირკვევა, ის აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ხვალ შეხვდება.
“ხვალიდან ერთი ადამიანის ცხოვრების გართულებას საფუძვლიანად ვიწყებთ იმისათვის, რომ აქ დარჩენილი 3 მილიონისა და მის გამო ქვეყნიდან წასული ასობით ათასის ცხოვრება შევამსუბუქოთ. ჟურნალისტებისთვის ხვალ სასტუმრო “შერატონში” შევიკრიბებით 15:00 საათზე. ვისაც სურვილი აქვს, ივანიშვილის ცხოვრების გართულებასა და საკუთარი ცხოვრების შემსუბუქებაში მონაწილეობა მიიღოს, შემოგვიერთდით 12 ივნისიდან ათონელის 27-ში 11:00 საათიდან. სამწუხაროდ, ეს ბოლო სარკასტული პოსტია”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.