ანრი ოხანაშვილი: მთაწმინდელებმა გააკეთეს არჩევანი თეთრსა და შავს შორის

“როდესაც წააგებს თქვენი გუნდი, იმისი უნარიც უნდა გქონდეთ, რომ აღიაროთ წაგება და ადამიანს მიულოცოთ გამარჯვება, რომელიც ღირსეულად მოიპოვა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების მისამართით განაცხადა.
მისი თქმით, ლადო კახაძეს შალვა შავგულიძესთან მიმართებითი მორალური უპირატესობა ჰქონდა.
“ჩვენმა კანდიდატმა, ბატონმა ლადომ დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა ღირსეული გამარჯვება კულტურული, ცივილური წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად. ამ ადამიანს მორალური უპირატესობა ჰქონდა ბატონ შავგულიძესთან მიმართებით. მთაწმინდელებმა გააკეთეს არჩევანი თეთრსა და შავს შორის. ახლა გვეყოს იმის უნარი, რომ პარტიაზე მაღლა დავდგეთ და ამ ადამიანს მივულოცოთ გამარჯვება. არავინ თანამშრომლობს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ძალიან კარგად ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას და კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები