არჩილ თალაკვაძე: ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხდებით

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების” წევრმა განაცხადა, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შეხვდება.
“კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით, ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც კიდევ ერთხელ ასეთი მაღალი ნდობა გამოგვიცხადა.

ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო მიმართლებებზე. ეს პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერია ჩვენთვის, მოტივაცია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო, თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, არჩევნების შემდეგ იქნება აუცილებლად გამოყენებული, რომ კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში.
ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დაიხარჯება რეგიონებში. თითოეული დეპუტატი, მაჟორიტარი, მთავრობის წევრები  ერთად განვახორციელებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან რეგიონებშიც და გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რაზეც შუალედური არჩევნებისას კიდევ ერთხელ იყო საუბარი.
როგორც იცით, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე, დაწყებულია კონსულტაციები, რაც, ბუნებრივია, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ “ქართული ოცნება” განახლებული პოლიტიკური გუნდითა და პროგრამით წარდგება საზოგადოების წინაშე.
თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში და, ასევე, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ 2020 წლისთვის კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით.
ჩვენი პოლიტიკური პროგრამის მომავალ პრიორიტეტებზე უკვე გარკვეული მეტი ნაწილი პრემიერ მინისტრმა და ჩვენმა გუნდმა განაცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენი ახალი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება განათლების რეფორმა. ის დანახარჯები, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩავდოთ ამ მიმართულებით, ეს არის ბიუჯეტის 25 % .  რაც შეეხება დანარჩენ პრიორიტეტებს – მე გარწმუნებთ, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება აქცენტები გაკეთებული ჩვენ  მიერ პროგრამაში, თუ როგორი იქნება პოლიტიკური პროგრამა ამას საზოგადოება ნახავს თავის დროზე.
როგორც იცით, უკვე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა უკვე ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე, დაწყებულია კონსულტაციები, რომლებიც 2020-წლისთვის მოგვცემს იმას, რომ “ქართული ოცნება” განახლებული პოლიტიკური და განახლებული გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკური პროცესში და, ასევე, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხდებით. ჩვენ შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები ყველგან, სადაც ჩატარდა. მე მინდა, კიდევ ჩვენს თანაგუნდელებს, თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა გადავუხადო. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნეთ ისევ ძალიან აქტიურ ტემპსა და კომუნიკაციას საზოგადოებასთან,  როგორც ეს იყო წინა საარჩევნო პერიოდში და ძალიან ბევრ საკითხს უმოკლეს დროში გადავუჭრით   ჩვენს თანამოქალაქეებს, რაზეც მათგან მივიღეთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი უკუკავშირი ამ კამპანიის ფარგლებში. ჩვენ წინასწარ ვთქვით, რომ ოპოზიციის მიზანი უშუალოდ არჩევნების დასრულებამდეც უკვე იყო ამ არჩევნების დისკრედიტაცია იმიტომ, რომ ისინი ხედავდნენ რომ მარცხდებოდნენ არჩევნებში და სწორედ ამ მეთოდებით ცდილობდნენ, წინასწარ როგორმე თავი ემართლებინათ; უეჭველი მარცხის შემყურე იყვნენ, რეალურად და ბოლოს გამოჩნდა ის, რომ მათ   თავიანთ ამომრჩევლებს ის   არ უთხრეს,   რატომ დამარცხდნენ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები