პრაღის საერთაშორისო ფორუმზე საქართველო მეოთხედ წარდგა

6-16 ივნისს სცენოგრაფიისა და თეატრალური არქიტექტურის დარგში საერთაშორისო ფორუმი ტარდება, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით მეოთხედ წარდგება. ექსპოზიციას „გახსნილი წრე“ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი წარადგენს.
განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაციონალური პავილიონი „გახსნილი წრე“ ქმნის არტტერიტორიას, რომლის მთავარი იდეაა ომისა და ომის შემდგომი ტრავმული საზოგადოების მდგომარეობაზე შემოქმედებითი რეფლექსიები.
პავილიონის წრიულ ინსტალაციაში  ეკრანებზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სპექტაკლები: დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა“ და „ტარტიუფი“, ნიკოლოზ საბაშვილის „საქართველო“, გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ და „ანტიმედეა“, დათა თავაძის „ტროელი ქალები“ და შოთა ბაგალიშვილის „დიდი შესვენება“.
პრაღის კვადრიენალე სცენისა და პერფორმანსის დიზაინის სფეროში უდიდესი მსოფლიო ფორუმია, რომელიც 1967 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები