“არცერთი ჟურნალისტი არ დავინახო ჩემ გვერდით, არავინ არ შემაწუხოს” – ზაზა სარალიძემ “კვირის აქცენტების” სტუდია დატოვა (ვიდეო)

არცერთი ჟურნალისტი არ დავინახო ჩემს გვერდით, -ამ ფრაზით ზაზა სარალიძემ ,,რუსთავი 2″-ის გადაცემა ,,კვირის აქცენტების” სტუდია დატოვა.

მიხეილ კალანდიაზე საუბრის დროს ზაზა სარალიძემ ემოციები ვერ შეიკავა და სტუდიაში ფეხზე წამოდგა. მან თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას მოღალატის იარლიყი მიაკეროს.

,,ვიყო ლაჩარი, მაგრამ ჩემი შვილის მკვლელებს ყველას დედას ვუტირებ. რაც რუსთავი 2-მა დაიწყო ჩემი მხარდაჭერა, მას შემდეგ დაიწყეს დედის ****. თქვენი დედა **** ვინც მოღალატეს მეძახის. მე კი არ ვფიქრობ მკვლელობაზე, ის ხალხი ფიქრობს, ვინც დღეს ზაზა სარალიძეს მოღალატეს ეძახის. ოპოზიციას, იცი, რას ვეტყვი, ხალხში რომ გადიან და დაპირებებს აძლევენ, ჯერ ის ხალხი მოიყვანონ ჭკუაზე, თავისი აქტივისტები. ვინც ჩემთან მოვა და იმას მეტყვის, რა დროს გირგვლიანზე და სარალიძის მკვლელობაზეა საუბარიო… დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ. არცერთმა ჟურნალისტმა არ შემაწუხოს, სანამ კალანდიას არსებითი განხილვა არ დაიწყება,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე უარს ამბობს ჟურნალისტებთან კავშირზე და მოითხოვს, რომ ყველამ თავი დაანებოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები