„სილქნეტი“ განმარტებას აკეთებს – რა გახდა ქსელის შეფერხების მიზეზი
კომპანია „სილქნეტი“ ქსელში მომხდარ შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სილქ TV-ის ქსელში მოხდა შეფერხება. ამჟამად, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომლის შედეგად, ქსელი ნაწილობრივ აღდგა. უახლოეს პერიოდში კი ხარვეზი სრულად იქნება გამოსწორებული. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.