გიორგი გახარია: მისასალმებელია, რომ არჩევნები დედაქალაქის მნიშვნელოვან უბანში ასე მშვიდად მიმდინარეობს

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, შუალედური არჩევნების მე-2 ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ამომრჩევლის სტატუსით ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვია. გახარიამ ჟურნალისტებთან არჩევნების მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობაზე ისაუბრა.
“პირველ რიგში ხმა მივეცი მთაწმინდის, სოლოლაკის განვითარებას, შემდეგ რა თქმა უნდა ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მისასალმებელია, რომ მეორე ტური საქართველოს დედაქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უბანში ასე წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს, დასრულდება და რა თქმა უნდა გაიმარჯვებს ღირსეული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები