მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
თბილსიში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა. მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში სულ 31 უბანი იყო გახნილი. აღნიშნულ ოლქში სულ 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
დღეს არჩევნებზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს. შუალედური არჩევნების მეორე ტურში ორმა კანდიდატმა – #13 შალვა შავგულიძემ და #41 ვლადიმერ კახაძემ მიიღეს მონაწილეობა.
ცესკოში შემდეგი ბრიფინგი 20:30 საათზეა ჩანიშნული.