გიორგი ბარამიძე: “ქოცი” რომ თავს ესხმის, ჩემი შვილია

„ქოცი“ რომ თავს ესხმის, ჩემი შვილია, ის არ შეუშინდა “ქოცებს” და მათ არ მოეწონათ”, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე ფეისბუქზე წერს.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელსაც მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, მისი შვილია.
„ავი და აგრესიული ,,ქოცების” ძალადობრივი საქციელი, რაც კანონით დასჯადია. ვნახოთ როგორი იქნება შსს-ს რეაგირება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კრიმინალებთან შეზრდილი მავნებლების ავი ძალის დრო მალე დასრულდება.
P.S ,,ქოცი” რომ თავს ესხმის, ის ჩემი შვილია. არ შეუშინდა ,,ქოცებს” და იმათ არ მოეწონათ“,- წერს ბარამიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ ორ დამკვირვებელს თავს დაესხა, როდესაც ისინი საარჩევნო პროცესის გადაღებას ტელეფონით ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები