ცესკო: 17 საათისთვის მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 32,5%-ია
ცესკომ 17:00 სთ-ის მდგომარეობით, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, 17 საათისთვის საკუთარი არჩევანი 14 278 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც 32,5%-ია.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, ამავე დროის მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა 26,6% იყო.ცნობ
ცნობისათვის, მთაწმინდის ოლქში, ჯამში, 43 909 ამომრჩეველია დაფიქსირებული.