გია ვოლსკი: იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში, ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ვოლსკი არჩევნებში მონაწილეობისათვის, “ქართული ოცნების” და ოპონენტების მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანამ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.
“ვერ ვიტყოდი, რომ განცხადებისთვის რაიმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისმა, საქართველომ, როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა.
იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში, ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და ის, რაც ხდება, მისასალმებელია. ​სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე. ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები