ლინას ლინკევიჩუსი: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს ლიეტუვა არ აღიარებს, ეს უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას გამოეხმაურა. როგორც მან საკუთარ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ლიეტუვა არ აღიარებს ამ “არჩევნებს”.
„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ლიეტუვა არ აღიარებს ამ „არჩევნებს“ და ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერას“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ​
​შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები