ირმა ნადირაშვილი “ოცნებას” მიმართავს – „კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას“

„მე მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას,” რომ კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას“ – აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირამ ნადირაშვილმა გააკეთა.
ირმა ნადირაშვილმა პირდაპირ ეთერში მე-17 უბანზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც მისი თქმით, ასახულია როგორ გადაადგილდება დავით იმნაძე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე.
„ტელემაყურებლებმა და ჟურნალისტებმაც ნახეთ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტი, დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა რომ ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი, ამ წუთებში იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს რატომ მოიქცა კანონის საწინააღმდეგოდ, რატომ ცდილობდა, რომ ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი, ამის ნაცვლად მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაიღეს მე-17 უბანზე. ბატონი დავითი არც პოლიციის უბანშია, არც რამე საყვედური მიუღია, უბრალოდ გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა ისევ მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა“,- ამბობს ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები