„ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 წლის წინათ უნდა მოხვედროდა ღრანჭში”
„ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემამ 20 წლით დააგვიანა“, – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-ფასავალთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯერ კიდევ მაშინ უნდა ეცემათ, როდესაც მან ქართლის დედა შეურაცხყო.
„ზურაბ ჭიაბერაშვილი კერ კიდევ მაშინ უნდა ეცემათ, როცა „ქართლის დედა“ შეურაცხყო! წარმოიდგინეთ, ჭიაბერაშვილს 20 წლის წინათ რომ მოხვედროდა ღრანჭში, შესაძლოა, დაფიქრებულიყო და ცხოვრების სხვა გზა აერჩია“! – ამბობს ელიზბარ ჯაველიძე.
აკადემიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტს პოლიტიკას არ უკავშირებს.
„ბოკერია და დარჩიაშვილი რას იბჟუტურებენ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს! პოლიტიკური ანგარიშსწორება ის იყო, როდესაც სააკაშვილის „სიკვდილის ბრიგადები“ პოლიტიკურ ოპონენტებს ქუჩაში თუ საკნებში ცემით კლავდნენ!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.
ამავე ინტერვიუში ელიზბარ ჯაველიძე თბილისში ბოლო დროს სხვადასხვა პირის ცემის ფაქტებსაც ეხმაურება.
„წიკლაურის ცემაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან უცნობია, ვინ სცემა! არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს უბედური თავად ნაცზონდერებმა გაძუყნეს ანტისახელისუფლო პროპაგანდის ასაგორებლად! რაც შეეხება ერეკლე კოდუას ძმის დავით კოდუას ცემის ფაქტს, ის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა სცემა, რომელიც ამ გარეწარმა მოატყუა. გაძარცვა და შეურაცხყო!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.