,,გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში 1 300 000 ოჯახს მიაღწევს- ეს 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია”

პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ელოდება ჩვენი მოსახლეობა და განხორციელება დაწყებულია, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა 2019-2021 წლებს მოიცავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 209 მილიონი ლარი იხარჯება და გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით – ეს 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.

,,ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, რათა გაზიფიცირების ინფრასტრუქტურა ყოფილიყო მაქსიმალურად დივერსიფიცირებული და საბოლოო ჯამში მთლიანად საქართველოს აბონენტებს 85%-მდე მოვიცავთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, 85%-ანი მაჩვენებელი საკმარისი არ არის და მთავრობის გამოწვევად სწორედ დარჩენილი 15 % რჩება. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით იგეგმება პარალელური პროგრამა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის.

„აქედან 60-მდე მეტი დასახლებული პუნქტი უკვე წელს თავის ქუჩებში დაინახავს ტექნიკას – სამუშაოები ზოგერთ სოფელში უკვე დაწყებულია, ზოგიერთში კი ეტაპობრივად დაიწყება. მათ შორის არის ისეთი პუნქტები, სადაც ისტორიულად გაზი არასოდეს ყოფილა, ასე მაგალითად, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ტყიბულის რაიონის სოფელი ორპირი, სადაც წელს უკვე იწყება და გაისად დასრულდება მშენებლობა, ქობულეთის რაიონის სოფელი გორგაძეები და ა.შ. მე საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამდენ პერსპექტივებს აჩენს ეს ამ რეგიონებისთვის”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები