სტუ-ში პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მულტი და ინტერდისციპლინურ, სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის – „პოლიტიკა სამსჯავროზე“ პირველი სეზონის ფინალური სამსჯავრო პროცესი გაიმართება.
ღონისძიება, რომელიც ხვალ 8 ივნისს, 13:00 საათზე დაიწყება გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება.
ღონისძიების განრიგი:
13:00 – ფინალური სამსჯავრო: ფინალში გადასული ბრალდებისა და დაცვის გუნდების პაექრობა;
14:30 – პირველი სეზონის დახურვის საზეიმო ნაწილი: გამარჯვებულთა დაჯილდოება.
„პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფინალური პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში ჩატარდება.
( მისამართი: მერაბ კოსტავას 77, მე-3 სართ.)
სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სპეციალობების სტუდენტების ერთობლივი სასწავლო კურსი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მოიცავს სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკულისინთეზის საფუძველზე, ცნობილი პოლიტიკური ფიგურების (პოლიტიკური პარტიების) მიერ წარმოებული პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის სასწავლო-სამეცნიერო კვლევას და მისი შედეგების იმიტირებულ სამსჯავროზე შეჯამებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები