ცოტნე ებრალიძე: ევროპის 300 სასტუმროს შორის „პარაგრაფის” საუკეთესოდ დასახელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და იმიჯისთვის

„მარიოტის” საუკეთესო „ფრენჩაიზის” სასტუმროების ნომინაციაში სასტუმრო „პარაგრაფის” დასახელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და იმიჯისთვის”, – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ.
მისი თქმით, ეს, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი მიმზიდველი გახადოს უცხოური ინვესტორებისთვის.
„სამეულში „პარაგრაფის” მოხვედრა ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის  იმის გათვალისწინებით, რომ სასტუმრო მხოლოდ ერთი წელია, რაც გაიხსნა და ოპერირებს. ეს აღიარება უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სასტუმროში დასაქმებულთა 95 პროცენტი ადგილობრივია და უმეტესობისთვის ეს პირველი სამსახურია. სასტუმრო კი მომსახურების ხარისხის მიხედვით შეფასდა. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი აღიარება და დაფასებაა იმ შრომისა, რომელიც გავწიეთ”, – განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – ცოტნე ებრალიძის თქმით, თანაინვესტირების ფონდი რეგიონებში მრავალ პროექტს ახორციელებს.
„პირველ ყოვლისა, გამოვყოფდი სასტუმროს კომპლექსს მწვანე კონცხზე; სასტუმროების მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, განმუხურში აბასთუმანში, სიღნაღში. გარდა ამისა, ხორციელდება სასტუმროს პროექტები თბილისში – თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის მაღლობზე და თაბორის მთაზე”, – განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.
Marriott International-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის” სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი” ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულში წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები