შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ მინდვრებისა და ტყის მასივების მიმართ

შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რათა ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს საფრთხე არ შეუქმნან.
ტყის ხანძრების პრევენციის საკითხზე იმსჯელეს ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით გაიმართა. სპეციალურად დანიშნული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან გაიმართა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას, ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზაფხულო სეზონთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდის პრევენციის საშუალებებს.
დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება ტყის ხანძრების გაჩენის რისკების თავიდან არიდება.
სტრუქტურებს მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ ერთმანეთთან და მონიტორინგს გაუწევენ რეგიონის მასშტაბით არსებულ მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები