ნათია თურნავა: ფართოზოლოვანი ინტერნეტით საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება

„იმისთვის, რომ მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხელი შევუწყოთ რეგიონულ მეწარმეობას და ევროპული ტიპის განათლების სისტემა და სკოლები გვქონდეს ყველა მუნიციპალიტეტში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად საჭიროა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტკავშირი და ჩვენ ამას ორი პროგრამის საშუალებით ვახორციელებთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება, სადაც მოსახლეობა 200 ან მეტია. მისი შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთი მსხვილი საჯარო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას მოსახლეობის 12%-მდე.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა მსოფლიო ბანკის დახმარებით მიმდინარეობს, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები