საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დააჯილდოვა

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამების საკითხებში ენდრიუ ვებერს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისრტაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ენდრიუ ვებერმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ყანდაგარში გაიღეს, ასევე ISAF-ის მისიის მხარდაჭერისა და მასობრივი განადგურების იარაღისა და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევით პარტნიორობისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა ენდრიუ ვებერი ბიოუსაფრთხოების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში, ასევე გლობალური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აქტიურ ჩაბმულობასა და ქვეყნის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები