ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, სოფელ ლესაში, ბესიკ ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, სოფელს ლესაში, ბესიკ ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრო.

ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა.

,,ლესას” და ,,დარბაისლების” ფინალი “დარბაისლების” გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულებს თასები და მედლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ტურნირის ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები