“აგვისტო-სექტემბერში ველოდებით­ მეწყრული პროცესების გააქტიურებას, ამიტომ, ყველგან აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მონიტორინგი” – ნინო ჩხობაძე

“გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებით, რისკის ზონებში მუშაობენ სპეციალისტები და აკვირდებიან რისკის ზონებს, ცხელ წერტილებს”, – ამის შესახებ “კვირის პალიტრას” “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელმა, გარემოს დამცველმა – ნინო ჩხობაძე განუცხადა.

ჩხობაძის განმარტებით, პრობლემაა მწერები და მავნებლებიც, რადგან სიცხეში ისინი კარგად მრავლდებიან.

“აგვისტო-სექტემბერში ველოდებით­ მეწყრული პროცესების გააქტიურებას. ამიტომ, ყველგან აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მონიტორინგი. მოსახლეობაც­ მობილიზებული უნდა იყოს. ბევრი მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია და ჩვენც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა.

ყველა ასეთ ზონაში მუშაობენ გეოლოგების დასავლეთისა და აღმოსავლეთის­ ჯგუფები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებით, რისკის ზონებში მუშაობენ სპეციალისტები და აკვირდებიან რისკის ზონებს, ცხელ წერტილებს.

შოვის ტრაგედიის შემდეგ ეს სამსახური გაძლი­ერდა. მართალია, სპეციალისტების ნაკლებობაა, მაგრამ ისე არიან გადანაწილებული, რომ კავშირი ყველა მუნიციპალიტეტიდან აქვთ და ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიან. სააგენტომ გამოაქვეყნა ბოლო, 2024 წლის ბიულეტენი, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა კერა და პრობლემა”, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები