დავით ნარმანია: მერის ერთ-ერთი მოადგილე მშენებელი იქნება

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში მშენებლებს შეხვდა. დავით ნარმანიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მერის ერთ-ერთი მოადგილე მშენებელი იქნება.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ავარიულ სახლებსა და ამ საკითხის მოგვარების გზებზე გაკეთდა. ასევე განიხილეს, როგორ უნდა განვითარდეს მშენებლობის მიმართულება თბილისში.
სპეციალისტების თქმით, მათ შესწავლილი აქვთ 1200 შენობა და დავით ნარმანიას ამ დასკვნის საფუძველზე კონკრეტული რჩევებიც მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები