ანქვაბი: აფხაზეთი შესაძლოა აღარ იყოს
ოკუპირებული აფხაზეთის თანამდებობიდან გადამდგარი დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები , შესაძლოა, დამღუპველი იყოს. ამის შესახებ ნათქვამია ანქვაბის მიმართვაში აფხაზეთის მოსახლეობისადმი, სადაც ის გადადგომის შესახებ საუბრობს.
“ალექსანდრე ანქვაბისთვისთვის თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტის, არ წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. მე არ შემეძლო მოვქეულიყავი ისე, როგორც ოპონენტები. პირველივე დღეებიდან თქვენ ხედავთ, რა აინტერესებს ოპოზიციას – კაბინეტების დაკავება, მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. არანაირ რეფორმებზე საუბარი არ არის. მათი ინტერესების მადა ყოველდღიურად გაიზრდება. და ამ მადის უკან იმალება გაცილებით მეტი – საფრთხე აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისთვის. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ადვილია დაკარგო ჩვენთვის ყველაზე წმინდა, სასიცოცხლო სივრცე – აფხაზეთი შესაძლოა აღარ იყოს”, – აცხადებს ანქვაბი.