“დავით კეზერაშვილის სახელს ძალიან ბევრი სიბინძურე უკავშირდება“

  დავით კეზერაშვილს სახელს ბევრი სიბინძურე უკავშირდება, ბევრი კითხვაა საზოგადოებაში, ბევრი კითხვა გააჩნია პროკურატურას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კეზერაშვილთან მიმართებაში პროკურატურას ძალიან ბევრი კითხვა აქვს და ამის გამო “ნაციონალური მოძრაობა“ შეშფოთებულია. “როგორც ვიცი, ეს წერილი ჟურნალისტებმა მოიპოვეს. პირადად მეც დღეს შევიტყე. თავად “ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურებას იმ მიმართულებით, რომ კეზერაშვილის ექსტრადაცია არ განხორციელდეს საქართველოში, ამას ახსნა არ სჭირდება. მათ აქვთ ამხელა შეშფოთება, რადგან კეზერაშვილი სააკაშვილთან ძალიან დაახლოებული პიროვნებაა, ამ ადამიანის სახელს ბევრი სიბინძურე უკავშირდება, ბევრი კითხვაა საზოგადოებაში, ბევრი კითხვა გააჩნია პროკურატურას და ამის გამო, “ნაციონალური მოძრაობა“ შეშფოთებულია, რომ მისი ექსტრადაცია არ მოხდეს“ – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები