ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა – „ნული“ გაიხსნება

4 ივნისს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში., ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა – „ნული“ გაიხსნება.
ვახო ბუღაძე: „ხატვის პროცესი 2017 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისამდე მთლიანად მოულოდნელობებზე იყო დამყარებული. ამ მოულოდნელობებს განაპირობებდა მეთოდი და მასში გამოყენებული საღებავი (აკვარელი). შედეგს ნამუშევრის დამთავრებისთანავე ვერ ვხედავდი. მხოლოდ მეორე დღეს შემეძლო ნამუშევრის სრულყოფილად დათვალიერება. არ ვიცოდი, დღეღამის განმავლობაში როგორ გაშრებოდა, რა სიურპრიზს შემომთავაზებდა ტილოზე საღებავში დიდი რაოდენობით გამოყენებული წყალი. ჩემი მდგომარეობა რაღაცით იმ ადამიანის მდგომარეობას ჰგავდა, რომელიც დილით მოელის  ტელეფონის მნიშვნელოვან ზარს… ყოველი შემდეგი დღე იწყებოდა იგივე მოლოდინით და იმავე წერტილიდან – ნულიდან“.

გამოფენა  4 ივლისამდე გასტანს.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები