მამუკა ბახტაძე: საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ ნებისმიერი ადამიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მნიშვნელოვან პოსტზე ირჩევა გამჭვირვალედ

,,მთავარი ჩემთვის და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის არის ის,რომ საქართველოს პარლამენტმა, კონსულტაციების შედეგად, მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით ნიკორწმინდაში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.
“ეს იყო ის შემთხვევა, როცა ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად, ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, მაგრამ მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა, პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები