ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – დაღუპულია ორი ადამიანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მიღებული ტრავმის შედეგად 60 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე პირი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გარდა ამისა, მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი პირი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები