ჩეხი ევროპარლამენტარი: საქართველოს საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ

უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ, – ამის შესახებ ჩეხმა ევროპარლამენტარმა, ონდრჟეი დოსტალმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს არჩევნებში ჩარევას.

„არჩევნების ჩატარებამდე არჩევნების შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენება, იმის თქმა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არასწორია, ან თუ ოპოზიცია წააგებს ეს არასწორია, ეს არ არის ფარისევლობა? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ“, – აღნიშნა ონდრჟეი დოსტალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები