თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – დაშავებულია ორი ადამიანი

ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ კვირას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები