ვიქტორ ორბანი: უკრაინა ვერ შეძლებს ბრძოლის ველზე გამარჯვებას

უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთთან ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზგანაცხადა.

მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად დიალოგი და ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, არჩევის შემთხვევაში, არ დაელოდება მის ინაუგურაციას და უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის დაიწყებს მუშაობას.

„უნგრეთის მიზანია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომის მოგება ბრძოლის ველზე შეუძლებელია. უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ჩვენი აზრია. ამიტომ, ბრძოლის ველზე თუ ვერ იმარჯვებთ, უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა შეწყვიტოთ ცეცხლი და გადაარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ის, რაც გვსურს. გვინდა ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე, რადგან პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს“, – დასძინა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები