შსს-ს წარმომადგენლები “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს შეხვდნენ

“თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც “თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა წარადგინეს.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები