სეს-მა სკოლების სამზარეულოები შეამოწმა – “გაიცა რეკომენდაციები, რათა სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლების ბუფეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმა.
„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა სკოლების სამზარეულოებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები. შემოწმების პარალელურად, ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები, რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ არდადეგების პერიოდში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, რათა მომავალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ“, – აცხადებენ სეს-ში.