მამუკა ბახტაძე; არავის მივცემთ საშუალებას, საჯარო მოხელების დემონიზება გაგრძელდეს
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე საჯარო მოხელეებს ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
როგორც პრემიერმინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დასკვნით სიტყვაში განაცხადა, საჯარო მოხელეების დემონიზებისთვის ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს.
“არავის მივცემთ საშუალებას, საჯარო მოხელების დემონიზება გაგრძელდეს. თქვენ ამისთვის ყველაფერს აკეთებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯარო მოხელეებს დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგული სამსახურისთვის. ჩვენ მეტი ინვესტიცია გვაქვს ჩასადები ადამიანურ კაპიტალში, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ მომავალში. ამაზე დგას, რეალურად, ქართული სახელმწიფო”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.