მამუკა ბახტაძე: ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს”, არის არაეფექტური და უნდა შეიცვალოს
„ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს”, არის არაეფექტური და უნდა შეიცვალოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მოდელის შესაცვლელად საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.
„საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას. არაფერია გასაკვირი იმიტომ, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ჩემს განცხადებებს ციფრებსა და ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეცვლება, მათ შორის, თქვენთან კონსულტაციის შედეგად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.