მამუკა ბახტაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე
„მინდა, ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, მაღაროელებთან მთავრობის ჩართულობით მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს იმ პოლიტიკოსების გარეშე, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურთ ასეთი პროცესებისგან და სხვა არაფერი. ამ ხალხთან შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. დიახ, ჩვენ ვიყავით ამაში ჩართულნი და კიდევ ერთხელ მსურს, ამ ტრიბუნიდან ყველა ჭიათურელს გადავუხადო მადლობა. ეს არის სწორედ პასუხისმგებლიანი, სამოქალაქო დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელიც ჭიათურაში მართლა არსებობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.