ონლაინსივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა

„ლიბერთის“ ახალი ინოვაციური ონლაინპლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებგვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს.
ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინგვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინდათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა, მომხმარებელს პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია.
Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინკატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით, ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით.
„ლიბერთის“ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge – სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.
უახლოეს მომავალში Onoff.ge კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები