პირველ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „თი-ბი-სი“ პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას” მე-6, საბავშვო პავილიონში „თი-ბი-სი“ პატარა მკითხველებს მასპინძლობს. მათ საშუალება აქვთ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვივნონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ „თი-ბი-სის“ კუთხეს.
1-ელ ივნისს კი „თი-ბი-სი“ ახალ თაობას მე-6 პავილიონში სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება:
· 11:00-12:00 – მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად.
· 12:00-13:00 – ლიტერატორობანა – ინდივიდუალური თამაში.
· 13:00-14:00 – სამაგიდო თამაში „ჩაიფიქრე”
· 14:00-15:00 – ფინეთი – ფესტივალის ფოკუს ქვეყანა. დისკუსია: ილუსტრაციების მნიშვნელობა საბავშვო წიგნებში – ლინდა ბონდესტამი და თათია ნადარეიშვილი.
· 15:00-16:00 – შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე – როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია
· 16:00-16:45 – ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორების შეხვედრა მკითხველებთან, ვიქტორინა და წიგნებით დაჯილდოება.
· 17:00-18:00 – ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად.
· 18:00-19:00 – თამაში „100 წელი” – „თი-ბი-სის“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში.
წიგნის XXI საერთაშორიოს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში” 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებისთვის სრულად არის წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-6 პავილიონი კი პატარა მკითხველებს ეთმობათ. წელს ფესტივალს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები