Anemone-მ და Agromax Decor-მა „HR ბიზნეს-სამიტი 2019-ზე“ „მწვანე კედელი“ წარადგინეს
ამ წუთებში, King David-ში, HR hub-ის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება – „HR ბიზნეს-სამიტი 2019“ მიმდინარეობს.
HR ბიზნეს-სამიტი პირველი ქართული მასშტაბური HR ღონისძიებაა, სადაც მხოლოდ ერთ დღეს HR დირექტორები, მენეჯერები, დამფუძნებლები და ამ სფეროთი დაინტერესებული ყველა ადამიანი წელიწადში ერთხელ, ერთ სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს.
ეს არის ადგილი, სადაც ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელებს ადამიანური რესურსების სფეროში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ყვავილების მაღაზია-სალონმა Anemone-მ, კომპანია Agromax Decor-თან ერთად, სამიტზე „მწვანე კედელი“ წარადგინა. „კვირა“ დეტალების გასარკვევად Anemone-ს დამფუძნებელსა და დირექტორს, ანი არველაძეს დაუკავშირდა.
“დღევანდელ ღონისძიებაზე, ვერტიკალური გამწვანების ფარგლებში, წარვადგინეთ ე.წ მწვანე კედელი. სტენდი არის „ანემონეს“ დიზაინით შექმნილი, ხოლო წერტილოვანი მორწყვის სისტემა „აგრომაქს დეკორს“ ეკუთვნის. სტენდი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავად ინტერიერის მცენარეები გამოვიყენოთ და დავდგათ როგორც ექსტერიერში, ასევე – ინტერიერში.
უპირატესობა ამ ყველაფრისა არის ის, რომ ეს სისტემა თავად რწყავს და ადამიანი პროცესში არ ერევა. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი და ეფექტური, არის ჟანგბადის უდიდესი წყარო – ყველა ეს მცენარე აქტიურად ფილტრავს ჰაერს. ჯანსაღი კედელია, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზია“, – აღნიშნა ანი არველაძემ ჩვენთან საუბარში.
R