ლადო კახაძე ასათიანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლადო კახაძე ასათიანის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებთან ქუჩის რეაბილიტაციის დაგეგმილ პროცესზე ისაუბრა და დეტალურად გაეცნო იმ საჭიროებებს, რაც ადგილობრივებს აქვთ.
„ამ ქუჩაზე გაკეთდება ძალიან ბევრი რამ, მოსახლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მე პირადად ძალიან აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში. ასათიანის ქუჩა დიდი და საკვანძო ქუჩაა ჩვენი რაიონისათვის და პირობას გაძლევთ, რომ გამარჯვებისთანავე, პირველივე დღიდან მექნება აქტიური კომუნიკაცია თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე როგორც საპარლამენტო სივრცეში, ასევე – დედაქალაქის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ლადო კახაძემ.