თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის, მალხაზ დოლიძის, ნინო ჟვანიასა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, შალვა ახალციხელისა და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ფიზკულტურის, ოჟიოს, მერაბ ალექსიძის, კოსტავას, სანაპიროს, კოდორის, გიორგი მიროტაძის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის, ბენდელიანის, კვერნაძისა და ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ილია ოდიშელიძის, ვაზისუბნის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, გელოვანის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, არდაზიანის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილისა და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, IV მიკრორაინების, ნანეიშვილის, მემედ აბაშიძის, ხიზანიშვილისა და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, მაიაკოვსკისა და სლავა მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანსუღ კახიძისა და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.