შალვა თადუმაძე: უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირებისთვის წარდგენილი სახელმწიფო ბრალდების დამტკიცება შევძელით

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, აღნიშნა, რომ პროკურატურამ შეძლო უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირები წარედგინა მართლმსაჯულების წინაშე და დაემტკიცებინა წარდგენილი სახელმწიფო ბრალდება.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში ჩვენმა პროკურორებმა შეძლეს წარდგენილი ბრალდებები დაემტკიცებინათ და დამნაშავეები, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე იყვნენ წარდგენილნი, შესაბამისი, ადეკვატური სასჯელით გასამართლდნენ”, -აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, პროკურატურის წარმატების გარანტი ღირსეული თანამშრომლობა პარტნიორებთან, ცოდნაზე დაფუძნებული სახელმწიფო ბრალდება და დამოუკიდებელი საპროკურორო საქმიანობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები