ირაკლი ზარქუა: „ნაცმოძრაობა” საზოგადოების ყურადღების მიქცევას, კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს

„ნაციონალური მოძრაობა” ტრადიციას არ ღალატობს და პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად სიცრუის ტირაჟირებას განაგრძობს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა შპს “ტაოსა” და მერიას შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას.
მისი თქმით, ოპოზიცია ფაქტების დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ შპს „ტაომ“ თბილისის მერიის წინაშე აღებული ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, რომელიც დემონტაჟის სამუშაოებს გულისხმობდა და ამისთვის კომპანიამ არა 800 ათასი, არამედ 100 ათასამდე ლარი მიიღო, რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, ის ექპერტიზის დასკვნით დასტურდება.
“2018 წელს ბუშის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის დემონტაჟისა და გამწვანების სამუშაოებისთვის ჩატარებულ ტენდერში შპს “ტაომ” გაიმარჯვა. კომპანიამ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, რისთვისაც 100 ათას ლარამდე თანხა მიიღო. ეს თანხა აკრედიტებული ექსპერტების დასკვნის საფუძველზე გაიცა. რაც შეეხება მთლიან ტენდერს, ის მილიონ 200 ათას ლარზე იყო გამოცხადებული. შპს “ტაოსთან” თბილისის მერიამ არაერთი გაფრთხილების შემდეგ, ხელშეკრულება გაწყვიტა და ახლა ისინი სასამართლოში დაობენ. ჩვენ განმეორებითი ტენდერი ჩავატარეთ, რომელშიც “გრინსერვისმა” გაიმარჯვა და სწორედ ეს კომპანია გაამწვანებს ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები