თბილისში ძლიერი სეტყვის გამო, სამაშველო სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა (ფოტო, ვიდეო)
თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, უამინდობის გამო მოსახლეობისგან რამდენიმე ათეული შეტყობინება შევიდა ვარკეთილიდან, სანზონის, თემქის, ლოტკინისა და გლდანის დასახლებებიდან, თბილისის ზღვის მიმდებარედ – ივერთუბანში.
წყლით დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფები.
მათივე ინფორმაციით, წვიმის შედეგად დაიტბორა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელი, რაც, ამ დროისათვის, მაშველების დახმარებით ამოტუმბულია.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინებები კვლავ გრძელდება. მაშველები ყველა გამოძახებაზე ცდილობენ მოქალაქეებს დახმარება დროულად აღმოუჩინონ.