ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს – მისი კურსი 3.1182 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1129 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.