ლიკა ყაზბეგი მასშტაბურ ჩვენებას აანონსებს

სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ლიკა ყაზბეგი მასშტაბური ჩვენებისთვის ემზადება. ლიკას ჩვენებები ყოველთვის დასამახსოვრებელი და ყველასგან გამორჩეულია. ამჯერად, 4 სხვადასხვა დეფილე ერთ სივრცეში მოიყრის თავს. პოდიუმზე წარმატებული ქალები გაივლიან, ასევე, მოეწყობა ჩვენება მამაკაცებისთვის, თავის მხრივ კი გამომსვლელების ჩაცმულობაზე იზრუნებენ ნინო გოგიბერიძე და მაკა ნაცვლიშვილი.
ჩვენების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ „4 დეფილე 1 სივრცეში“ ერთი კვირის ვადაში გაიმართება. როგორც ლიკა ყაზბეგი ამბობს, ჩვენებას მოძრაობის თეატრი უმასპინძლებს. ასევე, ცნობილია ჩვენების წამყვანების ვინაობაც – ლევან სუხიტაშვილი და ქეთი ხუციშვილი.
ჩვენებასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის გასარკვევად „კვირა“ ლიკა ყაზბეგს დაუკავშირდა.
„დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვაკეთებ ჩემს გახმაურებულ და ცნობილ პროექტს, რომელსაც ჰქვია „წარმატებული ქალი პოდიუმზე“. ამ ჩვენების გარდა, ერთსა და იმავე სივრცეში, ერთსა და იმავე ადგილას სხვა ჩვენებასაც ვაკეთებთ – მამაკაცები გამოგვყავს პოდიუმზე, ასევე, მაქვს ძალიან ნიჭიერი დიზაინერების – ნინო გოგიბერიძისა და მაკა ნაცვლიშვილის დეფილე, რომელთა კოსტუმებსაც მოდელები მოირგებენ. ანუ ოთხი სხვადასხვა შინაარსის პროექტს ვახორციელებ ერთ დიდ სცენაზე. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და ცოტას ვღელავ კიდეც მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ვაკეთებ დიდ ღონისძიებებს“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბარში ლიკა ყაზბეგმა.
სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა სხვა დეტალების საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა იმ ცნობილი ადამიანების ვინაობა გაგვანდო, რომლებიც პოდიუმზე გაივლიან. ესენი არიან: მაია ბარათაშვილი, დინი ვირსალაძე, თათა ჯაში, გიორგი პაპკიაური, გურამ შეროზია და სხვ.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები